Wednesday, June 22, 2016

დღე 1.
გავეცანით ვიუვერის პროგრამას, მასში მუშაობას. განვიხილეთ  პროექტები: რომეო და ჯულიეტი, ლობიოს მოძრაობა....დავგეგმეთ პროექტზე მუშაობის ეტაპები.

დღე 2

 მოვისმინეთ პროექტის იდეები. დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება. პროექტის შინაარსი უნდა იყოს მოკლე. ჩანდეს პრობლემა,  რეალობასთან კავშირი. ამოვიწერეთ სტანდარტები, ინდიკატორები რომლის შეფასებასაც ვაპირებთ. გავგზავნეთ ელ. ფოსტაზე.

დღე 3
გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების პრეზენტაციას და ზოგად კითხვების ნიმუშებს. სტანდარტებიდან გამომდინარე დავწერეთ ისეთი მიზნები, რომლებიც იყო კონკრეტული, ანვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს  და  იძლევა შეფასების საშუალებას.  უნდა გავეცნოთ I და II მოდულის აქტივობებს, განახლებული ბლუმის ტაქსონომიას. დრაივზე ავტვირთეთ პორტფოლიო, სადაც შესაძლებელია ჩასწორება დამახსოვრების გარეშე.

დღე 4

გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს  მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან (ოთხი განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი).
შეფასების თითოელი მიზნისთვის შევარჩიეთ  მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის დასაწყისში, მსვლელობისთვის და პროექტის დასრულების შემდეგ.
მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისად შევადგინეთ დიაგრამა  ,,ვიცი -მინდა ვიცოდე-ვისწავლე".
დავალება:   მიზნების შესაბამისი აქტივობების დაწერა. 

დღე  5

მიზნებიდან გამომდინარე გავარჩიეთ აქტივობები. ჩავდექით მოსწავლის როლში  და შევადგინეთ სლაიდშოუ (პრეზენტაცია). ინტერნეტიდან გადმოვიწერეთ სურათები შევინახეთ და მისამართები შევინახეთ საავტორო უფლებებში (გამოყენებულ ლიტერატურაში). 
დავალება: დავასრულოთ  სლაიდები

დღე  6

შევაწმეთ მოსწავლეთა ნაშრომები.    გავაკეთეთ   ინდიკატორის   მიზნების  შესაბამისი  შეფასების  რუბრიკა .   
ვისწავლეთ  ბლოგზე ფეიჯების დამატება. დრაივში არსებული ჩვენი საქაღალდე  გამოვაქვეყნეთ.

დღე 7  

  ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგში.  გავეცანით გარნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის პრეზენტაციას.
შევავსეთ დიფერენცირების კითხვარი .  დავიწყეთ პროექტის მსვლელობის გეგმის მსვლელობის ჩაწერა  მიზნებისთვის, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისთვის, შეფასების  ხუთი მიზნისთვის დიფერენცირებისთვის  და ......და დავასრულებთ სახლში. 

დღე 8

  გავარჩიეთ  საშინაო დავალება, პროცედურები.   დავასრულეთ შევქმენით ფასილიტატორის  ორლაინ კითხვარი, რაც დაეხმარება მოსწავლეს ელექრტონული რესურსების გამოყენებაში  

 მოვისმისმინეთ   მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები:
      1. დუნდუა თამარი   --  ,,მსოფლიოს შვიდი საოცრება და თანამედროვე საოცრებანი",
     2.  მთვარისა წიკლაური-- ,,ალექსანდრე პუშკინის ცხოვრება და მოღვაწეობა",
     3. რუსუდან გორდელაძე---   ,,არასრულწლოვანი და დანაშაული",
     4. ლია აბაშიძე  --- ,,XVIII საუკუნის  80-იანი წლები",
     
    5.  თინათინ კონსტანტინიდი-- ,,ფსიქოაქტიური ნივთიერებები''
     6. მზია ოსიაშვილი-- ,,როგორ გავხდე მდიდარი მათემატიკის გამოყენებით"
     7. მარიამ ტურაშვილი---,, რთული ფიგურების ფართობების დათვლა მარტივი      ფიგურების საშუალებით",
    8. ვაჟა ორველაშვილი--- ,,გეომეტრიის გამოყენება პრაქტიკაში",
    9. მარინა გონაშვილი --  ,,ქართული დამწერლობის სათავეებთან",
    10. ნათელა ჯავახიშვილი-  ,,მიტოვებული სახლების სევდა",
    11. ნეჟნა ქრისტესიაშვილი ,,ფიროსმანი",
 













4 comments:

  1. გამიადვილდა პროექტის შექმნა როდესაც თქვენს გეგმას გადავხედე რადგან მოკლე და კონკრეტული იყო.

    ReplyDelete
  2. თქვენი პროექტმა საშუალება მომცა უკეთ მესწავლა

    ReplyDelete
  3. თქვენ პროექტისთვის კარგი თემა გაქთ შერჩეული.

    ReplyDelete
  4. თქვენი პროექტის თემა ძალიან საინტერესოა. ბევრი კარგი და საინტერესო რამ გავიგე

    ReplyDelete